მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ტრავმების რაოდენობა კვლავ იზრდება.
გამთენიისას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც კანადის ეროვნული ნაკრები ა.შ.შ.-ს დაუპირისპირდება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო "რეკორდმაისტერის" მარცხენა მცველმა, ალფონსო დეივისმა, რომელმაც მინდორზე 77 წუთი დაჰყო.
სამწუხაროდ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ვადით გამოაკლდება ფეხბურთელი "ბაიერნს". ინფორმაცია გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.თ