დღეს, მიუნხენის ბაიერნმა ლაიპციგიდან ახლახანს დამატებული ავსტრიელი ფეხბურთელი - მარსელ ზაბიცერი ოფიციალურად წარადგინა.
27 წლის ნახევარმცველმა საკუთარ პრეზენტაციაზე იმ პოზიციაზე ისაუბრა, სადაც თამაში მისთვის ყველაზე კომფორტულია:
'თუ მე უნდა ავირჩიო რომელ პოზიციაზე მირჩევნია თამაში, ეს ალბათ მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი იქნებოდა - რაც ერთის მხრივ ბურთთან მუშაობასა და მეორეს მრხივ, შემოქმედებით უნარებს მოითხოვს', - განაცხადა ზაბიცერმა.