მოგეხსენებათ, 11 სექტემბერს ბუნდესლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ბაიერნი სტუმრად ლაიპციგს ეწვევა.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ლაიპციგის ფეხბურთელმა ემილ ფორსბერგმა ყოფილ მწვრთნელზე და თანაგუნდელებზე ისაუბრა, რომლებიც ახლა ბაიერნის შემადგენლობით გამოდიან:
'ჩვენი გულშემატკივრები კარგები არიან. ვიმედოვნებ, ბაიერნთან მატჩშისას არ იქნება ბევრი სტვენა და ხმაური. ნაგელსმანმაც და მისმა სტაფმაც უპამეკანომ/ზაბიცერმა ლაიპციგისთვის ბევრი გააკეთეს. ისინი თავიანთ ოცნებებს გაყვნენ და ბაიერნში გადავიდნენ. ეს ფეხბურთის ნაწილია და ამან ჩვენ არ უნდა გაგვაბრაზოს', - განაცხადა ფორსბერგმა.