11 სექტემბერს, ბუნდესლიგის მეოთხე ტურის მატჩში ბაიერნი ლაიპციგს ესტუმრება.
გერმანული გამოცემა Bild-ი, აღნიშნული შეხვედრისთვის, ბაიერნის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით, გერმანული კლუბი ტრადიციულად 4-2-3-1 სქემით ითამაშებს.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ჰერნანდესი, დევისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.