მოგეხსენებათ, ბაიერნის ყოფილი მცველის ჟერომ ბოატენგის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ..
პროკურატურა გერმანელ ფეხბურთელს გოგონასთვის სხეულის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს - პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიერნის ექს-მცველმა მცველმა და მისმა ყოფილმა რჩეულმა 2018 წელს იჩხუბეს.
ჯერ-ჯერობით სასამართლოს ბოატენგი დამნაშავედ არ უღიარებია, თუმცა მისმა ძმამ, კევინ პრინც ბოატენგმა გერმანულ Bild-თან საუბარში ჟერომი 'დამნაშავედ შეარცხა' და აღნიშნა, რომ ამიერიდან მასთან საერთო აღარაფერი ექნება:
'უკვე დიდი ხანია, რაც ჟერომისგან დისტანცირებული ვარ.. პატივს ვცემ და ვაფასებ გერმანიის კანონმდებლობას, ამასთან მეზიზღება და ვემიჯნები ქალთა მიმართ ძალადობას - მე ვგმობ ჩემი ძმის ქმედებებს და სწორედ ამიტომ, ამიერიდან მასთან საერთო აღარაფერი მაქვს', - განაცხადა კევინ პრინც ბოატენგმა.
აქვე შეგახსენებთ, 21 თებერვალს, 25 წლის კასია ლენჰარდტი (ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგონა) გარდაცვლილი იპოვეს.