ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაპირისპირებამდე, სადაც ერთმანეთს ბარსელონა და ბაიერნი შეხვდებიან კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება... როგორც წესი, მსგავსი მნიშვნელოვანი მატჩების წინ ორივე გუნდის შემადგენლობაში არის დანაკლისები.
ცნობილი ხდება, რომ მოახლოებული მატჩისთვის 90%-იანი ალბათობით ბარსელონას დანიელი თავდამსხმელი მარტინ ბრეითუეიტი არ ეყოლება.
AS-ის ცნობით, დანიელმა ფორვარდმა მუხლის ტრავმა 29 აგვისტოს, ხეტაფესთან მატჩში მიიღო და ფორმაში ჩასადგომად ცოტა დრო კიდევ დასჭირდება.
შეგახსენებთ, ბარსელონა და ბაიერნი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 14 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.
ასევე: "მოცდა მოგვიწევს..." - ბარსელონასთან მატჩში ბაიერნს შესაძლოა გუნდის ლიდერი დააკლდეს