დორტმუნდის ბორუსიას სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა ჰასან სალიჰამზიჩს შეუტია..
საქმე იმაშია, რომ ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მარკო როისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ნაკრების შეკრება დროზე ადრე დატოვა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ დორტმუნდთან ერთად შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რამაც ის გააკვირვა.
მოგვიანებით, სალიჰამზიჩს ბორუსიელთა სპორტულმა დირექტორმა უპასუხა:
'საჰილამზიჩმა პირი უნდა დახუროს და კომენტარები მიუნხენის ბაიერნის თემებზე აკეთოს. რას ფიქრობს, მისი აზრით ის ვინ არის?' - თქვა ცორკმა.