რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" აკადემიის ფეხბურთელი საიმონ სეფერინგსი "საბურთალოს" რიგებში ითამაშებს.
საიმონი გერმანელია და მისი ასაკი 26 წელი გახლავთ, ის მიუნხენური კლუბის აკადემიის აღზრდილია ახლა კი საქართველოს ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. იგი მონაწილეობდა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე და "ბაიერნის" მაისურით 2013/14 წლების სეზონში 5 თამაშში 3 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, მას ასევე "მიუნხენ 1860-შიც" უთამაშია, ბოლოს კი "ალემანიას" ღირსებას იცავდა