მიუნხენის ბაიერნმა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ლეონ გორეცკას, 2026 წლამდე გაუხანგრძლივა ხელშეკრულება.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის თანახმად გორეცკა წელიწადში 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც წინა კონტრაქტთან შედარებით თითქმის გაორმაგებული თანხაა - აქამდე გორეცკას წლიური შემოსავალი დაახლოებით 10 მილიონი ევრო იყო.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა ბაიერნის მაისურით ყველა ტურნირში 32 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 26 წლის ფეხბურთელი ბაიერნში 2018 წლიდან თამაშობს.