სრული ისტორია: რატომ ეცვათ ბაიერნის მოთამაშეებს განსხვავებული მაისურები მხოლოდ ერთი მატჩით

სრული ისტორია: რატომ ეცვათ ბაიერნის მოთამაშეებს განსხვავებული მაისურები მხოლოდ ერთი მატჩით

დღეს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში ბაიერნის ფეხბურთელები მოედანზე სპეციალური მაისურებით იყვნენ გამოსულები, რომელსაც მიმდინარე სეზონში აღარ ჩაიცმევენ - უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მაისურები რეკორდმაისტერისთვის წარმატების მომტანი არმოჩნდა, ბავარიულმა კლუბმა საშინაო არენაზე ბოხუმი მიიღო და მეტოქე 7:0 გაანადგურა.

გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ვერ გაერკვა, თუ რატომ მიიღო კლუბმა მსგავსი გადაწყვეტილება...

ვეცდებით, დეტალურად აგიხსნათ ყველაფერი:

საქმე იმაშია, რომ გერმანელებს აქვთ ტრადიცია, რომელსაც ოქტობერფესტი ეწოდება და რომელიც, კორონავირუსის გამო, მეორე წელი ვეღარ იმართება. კლუბს და მთლიანად ქალაქს, ამ ფესტივალთან კი მჭიდრო კავშირი აქვს და ეცადნენ, მსგავსი ჟესტით არ დაევიწყებინათ ეს ტრადიცია.

ვისაც, ოქტობერფესტის, როგორც ტრადიციის წარმოშობის ისტორია გაინტერესებთ:

ბაიერნის ქალაქი მიუნხენი, ყოველი წლის შემოდგომაზე, 6 მილიონამდე სტუმარს მასპინძლობს ლუდის ფესტივალზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ფესტივალი ცნობილია ოქტობერფესტის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ დიდ სახალხო დღესასწაულში, მაინც ცოტამ თუ იცის მისი ისტორია:

ოქტობერფესტის ტრადიციას დასაბამი 1810 წლის 12 ოქტომბერს ჩაეყარა, მაშინ როდესაც ბავარიის მომავალი მეფე ლუდვიგ პირველი საქსონიის პრინცესა ტერეზაზე ქორწინდებოდა. ქალაქის შესასვლელთან მინდორზე ახალდაქორწინებულთა საპატივცემულოდ ცხენების რბოლა და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დარჩა ამ დღით, ყოველ წელს გადაწყვიტეს მისი აღნიშვნა. იმ მდელოს კი სადაც დღესასწაული მოეწყო, ტერეზიენვიზენი ან შემოკლებით, ვიზენი(გერ. ‘’Wiesn“-მდელო), პრინცესას საპატივცემულოდ ეწოდა.


1813 წელს ფესტივალი გაუქმდა, ვინაიდან ბავარია ჩაება ნაპოლეონის ომში, თუმცა ძალიან მალე ოქტობერფესტმა უფრო მაშტაბური სახე მიიღო და 1819 წელს უკვე ქალაქის მმართველობამ ითავა მისი ორგანიზატორობა. დაემატა ბურთის სათამაშო მოედნები, საქანელები და მრავალი სხვადასხვა სახის ატრაქციონი, ჯიხურები სხვადასხვა აზარტული თამაშებით, სადაც პორცელანისა თუ ვერცხლის ძვირფასეულობის მოგება შეიძლებოდა. 1880 წელს ქალაქის ხელმძღვანელობამ უფლება დართო ლუდხანებს ფესტივალზე ლუდის გაყიდვის, ამ პერიოდიდან კი ფესტივალმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

ბაიერნის ფეხბურთელები ოქტობერფესტის ფესტივალზე:


18-09-2021, 23:33
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0