"არ ვიცი, რაღაცნაირად ორი გული მაქვს.." - მუსიალა ხსნის, რატომ გაცვალა ინგლისი გერმანიაზე

"არ ვიცი, რაღაცნაირად ორი გული მაქვს.." - მუსიალა ხსნის, რატომ გაცვალა ინგლისი გერმანიაზე

მიუნხენის ბაიერნის და გერმანიის ნაკრების ახალგაზრდა წევრს, ჯამალ მუსიალას ინგლისური ფეხბურთოს სკოლა აქვს გავლილი.

მას უთამაშია ინგლისის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში და ბოლო ახალგაზრდულ ნაკრებშიც, თუმცა ჩელსის აღზრდილმა, საბოლოოდ გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგო.

18 წლის მუსიალამ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:

'საუთგეიტს და ჯონ მაკდერმოტს (ტექნიკური დირექტორი) პირადად ვესაუბრე, მინდოდა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები ამეხსნა - ძალიან ეწყინათ ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ გამიგეს და ყველაფერი საუკეთესო მისურვებს კარიერაში. მათმა რეაქციამ ცოტათი გამაკვირვა, მაშინ მოსმენილი პოზიტიური სიტყვები, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

გადაწყვეტილების შესახებ, ჩემ მეგობარს ჯუდ ბელინგემსაც ეგრევე ვუთხარი, მანაც გამიგო და დღემდე მეგობრები ვართ. არ ვიცი, რაღაცნაირად ორი გული მაქვს, მაგრამ გერმანიისთვის თამაში დღეს ძალიან მახარებს. ეს ქვეყანაა, სადაც დავიბადე', - განაცხადა მუსიალამ.

შეგახსენებთ, ჯამალ მუსიალა გერმანიაში დაიბადა, თუმცა 7 წლის ასაკში ოჯახი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. იქიდან მოყოლებული, მუსიალა ინგლისში მოღვაწეობდა: დაამთავრა სკოლა და ფეხბურთის თამაშიც ჩელსის აკადემიაში დაიწყო, სადაც 2011-19 წლებში ირიცხებოდა.


20-09-2021, 13:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0