მიუნხენის დღევანდელი ვარჯიში გუნდის ქომაგებისთვის უიღბლო გამოდგა.
ორმა ფეხბურთელმა - ჯამალ მუსიალამ და სვენ ულრაიხმა სავარჯიშო პროცესი დროზე ადრე დატოვეს, რადგან ტრავმა მიიღეს.
ულრაიხის მდგომარეობა გაცილებით რთულადაა, ვიდრე მუსიალას - გერმანელმა მეკარემ მოედანი ყავარჯნების დახმარებით დატოვა და როგორც გერმანულ პრესაში იწერება, ის 6-8 კვირა იუქმებს.
რაც შეეხება მუსიალას, 18 წლის ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს 2-3 დღეში დაუბრუნდება.