მიუნხენის ბაიერნის მცველმა იოსიპ სტანისიჩმა საერთაშორისო დონეზე გერმანიის ნაკრებს, ხორვატია არჩია.
მიღებულ გადაწყვეტილებაზე, 21 წლის მცველმა პირველი კომენტარი გააკეთა:
'ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ და მთავარმა მწვრთნელმა ჩემზე დიდი ძალისხმევა დახარჯეს, ბოლო თვეების განმავლობაში მათ რეალური პერსპექტივა დამანახეს, სულმოუთმენლად ველოდები ამ გამოწვევას.'
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სტანისიჩი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს, რაზეც ფეხბურთელმა განაცხადა:
'ჩემი ოჯახი სლავონსკი ბროდიდან მოდის, ეს ქალაქია ხორვატიის აღმოსავლეთით, ასე რომ ჩემთვის ოცნებაა ამ ქვეყნის მთავარ ნაკრებში თამაში', - განაცხადა მარჯვენა მცველმა.
21 წლის სტანისიჩმა მიმდინარე სეზონში ბიაერნის მაისური 7 შეხვედრაში მოირგო.