დღეს, მიუნხენის ბაიერნის 33 წლის თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის ოქროს ბუცი ოფიციალურად გადასცეს.
ჯილდოს მიღების შემდეგ, ლევანდოვსკი სიტყვით გამოვიდა და ცოტა რამ, საკუთარ თავზეც თქვა:
'სხვა ჩემპიონატებში საკუთარი თავი დასამტკიცებელი ნამდვილად არ მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ვაჩვენე, რომ ნებისმიერი ტურნირის საუკეთესო წარმომადგენლებთანაც კი კონკურენციის გაწევა და მაღალ დონეზე ასპარეზობა შემიძლია."
ახლა ბაიერნზე 100%-ით კონცენტრირებული ვარ და საკუთარი გუნდის გარდა არაფერზე ვფიქრობ', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.