გერმანული გამოცემების მტკიცებით, მიუნხენი ბაიერნის ფრანგი მცველი ბენჟამინ პავარი თავისი ამჟამინდელი პოზიციით (მარჯვენა მცველი) უკმაყოფილოა და მას ცენტრალურ მცველად თამაში სურს:
'ბენჟამინ პავარს, მომავალში ცენტრალურ მცველად თამაშის სურს. ის ამ პოზიციაზე თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ვიდრე მარჯვენა მცველად. თუმცა, სანამ ბაიერნი მარჯვენა მცველი პრობლემას ვერ მოაგვარებს, ფრანგ ფეხბურთელს თამაშის გაგრძელება ამ პოზიციაზე მოუწევს', - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, პავარს ტრავმა აწუხებდა და მიმდინარე სეზონში გუნდის დახმარება მხოლოდ 2 მატჩში შეძლო და აქედან სრულად არც ერთი არ უთამაშია.