გერმანული გამოცემა Bild-ის მტკიცებით, ბაიერნი ლონდონის ჩელსის გერმანელი მცველით, ანტონიო რუდიგერით დაინტერესდა და ინგლისურ კლუბს ოფიციალური წინადადებითაც მიმართა.
ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ 28 წლის მცველი ჩელსიში ხელფასის მომატებას ითხოვს, რაც ახალი კონტრაქტის გაფორმებას აფერხებს. ამჟამად, რუდიგერი კვირაში 120 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს, მისი მოთხოვნა კი 200 ათასია.
ლონდონურ კლუბსა და რუდიგერს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება - ამასთან, იანვარში ფეხბურთელს სხვა კლუბებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების უფლება მიეცემა.