მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თანამედროვე ფეხბურთის გამორჩეულ ფორვარდებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება კარიმ ბენზემას დაუთმო:
'ქარიმი საოცარი თავდამსხმელია, პირადად მე, ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ გამორცეულ ფეხბურთელად მიმაჩნია. ბენზემასთვის მხოლოდ გოლების გატანა არ არის მნიშვნელოვანი, ის გუნდური მოთამაშეა და ამ მომენტისთვის საოცარ ფორმაშია. ფრანგი თავდამსხმელი არის ყველგან, სადაც სამეფოკ ლუბს სჭირდება, მე მას უდიდეს პატივს ვცემ', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.