მიუნხენის ბაირნმა მიმდინარე სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, რაზეც კლუბის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმაც გააკეთა მცირე კომენტარი:
'ყველაფერი, რაც აქამდე ვნახე, შემიძლია პოზიტიურად შევაფასო. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, იქნება ეს ბარსელონას თუ ბოხუმის წინააღმდეგ. სეზონის სტარტი ნამდვილად დამაიმედებელია', - თქვა ჰაინერმა.
შეგახსენებთ, ბაიერნმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 8 მოიგო, 1 კი ფრედ ითამაშა. აღნიშნულ მატჩებში, ნაგელსმანის გუნდმა 41 ბურთი გაიტანა და მხოლოდ 6 გაუშვა.
ამ დრომდე, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფსაც და ბუნდესლიგასაც წაუგებლად ლიდერობს.