ბაიერნის თავდამსხმელი, სერჟ გნაბრი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა - ინფორმაციას ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
26 წლის გერმანელს, რეკორდმაისტერმა ახალი გრძელვადიანი ხელშეკრულება შესთავაზა, რომლის თანახმადაც, გნაბრის ხელფასი გაიზრდება და როგორც წყარო ირწმუნება, გერმანელმა ფეხბურთელმა თანხმობა განაცხადა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.