გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა იულიან ნაგელსმანზე ისაუბრა, სწორედ მან შეცვალა ის ბაიერნიდან წასვლის შემდეგ:
'ვფიქრობ, რომ იულიანი დიდებული, ტოპ კლასის მწვრთნელია. ის ბაიერნში ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს.
მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, მეტიც, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და აზრებსაც ვცვლით.
ფეხბურთში ნორმალურია, რომ შენი წასვლის შემდეგ სხვა მოვა. ბედნიერი ვარ, როცა ვუყურებ, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს ბაიერნი', - განაცხადა ფლიკმა.