რა თანხის გადახდა მოუწევს ბაიერნს ჰოლანდის ტრანსფერის სანაცვლოდ?
გერმანული გამოცემა Bild ასახელებს თანხას, რის სანაცვლოდაც ბაიერნს ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის გაკეთება შეუძლია.
მიუნხენელებს ნორვეგიელი ფეხბურთელის დამატება თუ რეალურად სურთ, მათ ფეხბურთელში მინიმუმ 75 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ. გარდა ამისა, თანხის გადახდა მინო რაიოლასთვისაც მოუწევთ (ფეხბურთელის აგენტი), საუბარია დაახლოებით 30-40 მილიონზე. ამ ხარჯების გარდა, გარკვეული ოდენობის თანხა ფეხბურთელის მამასაც, ალფ-ინგ ჰოლანდსაც ერგება.
შეგახსენებთ, გერმანულ transfermarkt-ს 21 წლის ნორვეგიელი 150 მილიონ ევროდ ყავს შეფასებული.