მოგეხსენებათ, მადრიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაიერნის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეს, ლუკას ერნანდეს პატიმრობა ემუქრებოდა.
სასამართო ფეხბურთელს ბრალად ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევა ედავებოდა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ციხეში 6 თვის გატარება მოუწევდა.
როგორც გაირკვა, ერნანდესი ციხეში აღარ წავა, თუმცა ფრანგ ფეხბურთელს ჯარიმის სახით 96,000 ევროს გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, ლუკასმა კიდევ ოთხი წლის განმავლობაში ახალი დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს.