დღეს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, ბაიერნი სტუმრად უნიონ ბერლინს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი საათით ადრე, ბაიერნის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია:
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - სტანისიჩი, ზულე, ერნანდესი, დევისი - ტოლისო, კიმიხი - კომანი, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა, 17:30 საათზე დაიწყება.