მოგეხსენებათ, თითქმის 2 კვირაა უკვე, რაც მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. დღეს კლუბის ოფიციალურ საიტთან მიცემულ დისტანციურ ინტერვიუშ, ნაგელსმანმა ხვალვე დაბრუნების იმედი გამოთქვა:
'თავს მშვენივრად ვგრძნობ. ცხადია, შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩემი სხეული 100%-ით მზად არ არის, მაგრამ ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ხვალინდეილ ტესტი კორონა ვირუსზე უარყოფითი იქნება და ამის შემდეგ უკვე ისევ შემეძლება გუნდთან ერთად ყოფნა', - თქვა ნაგელმსნამა.