დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, ბაიერნი ბენფიკას დაუპირისპირდა და მექოქე 5:2 გაანადგურა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე რობერტ ლევანდოვსკი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 საიუბილეო მატჩში ჰეთ-თრიკი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ეს პოლონელი ფორვარდისთვის ამ ტურნირზე ბოლო 20 ჩატარებულ შეხვედრაში 28-ე გოლი იყო.
ჯამში კი, ლევანდოვსკის სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე ასე გამოიყურება:
- 100 მატჩი
- 81 გოლი
- 23 საგოლე გადაცემა