ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკასთან (5:2) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა:
'თამაშის სიამოვნება სასიამოვნო იყო. დიახ, ჩვენ ორი გოლ იგავუშვით და ეს ცალკე განვიხილოთ, ბაიერნმა სხვანაირად უნდა დაიცვას თავი.
თუმცა, საერთო ჯამში, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ - ბოლო რამდენიმე კვირაში საუკეთესოც კი. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და მაღალი სიჩქარეებით ვუტევდით. სამომავლოდ ეს ფორმა უნდა შევინარჩუნოთ.
წინ კიდევ ორი თამაში გველოდება. პირველი ნაბიჯი გადავდგით და მომდევნო რაუნდში გავედით, მაგრამ ფლეი ოფები ახლოსაა და მზად უნდა ვიყოთ.
არის თუ არა ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მტავარი ფავორიტი? ამ ტურნირზე ძალიან მაგარი გუნდები მონაწილეობენ და ჩვენც მათ შორის ვართ', - თქვა ნაგელსმანმა.