გერმანული მედიის ინფორმაციით, გუშინ დილით ლეონ გორეცკას საფეხბურთო აგენტი იორ ნოიბაუერი გარდაცვლილი იპოვეს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგენტი ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.
სხვათა შორის, თავის დროზე, სწორედ ნოიბაუერმა გადმოიყვანა მიუნხენის ბაიერნში ჟერომ ბოატენგი.
გერმანელი სპეციალისტი ძირითადად მისივე ეროვნების ფეხბურთელებთან თანამშრომლობდა. მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე ხანგრძლივად კონტრაქტი მას ლეონ გორეცკასთან (2026) წლამდე აკავშირებდა.