მიმდინარე კვირაში, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა.
უეფას ოფიციალურ საიტზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხვა, სადაც გულშემატკივრები კვირის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევდნენ.
გამოკითხვაში სულ ოთხი ფეხბურთელი მონაწილეობდა: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნ), პედრო გონსალვესი (სპორტინგი) და პაულო დიბალა (იუვენტუსი).
ხმათა უმრავლესობით, გამოკითხვაში მიუნხენის ბაიერნი პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიმარჯვა. რომელმაც ამ კვირაში ბენფიკას წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი და 1 ასისტი გაიფორმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული შეხვედრა ლევანდოვსკისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 საიუბილეო იყო.