მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველის, კინგლის კომანის გუნდიდან წასვლა დღითიდღე უფრო რეალური ხდება.
ამ მომენტისთის, ფრანგი შემტევი მიუნხენურ კლუბთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს, მოქმედის ვადა კი 2023 წელს ეწურება.
ცნობილია, რომ 25 წლის ფეხბურთელს ყოველწლიურად ბაიერნისგან 20 მილიონი ევროს მიღება სურს - ამჟამად ის 10 მილიონ ევროს იღებს. თავის მრხივ, ბაიერნის ბოსები მსგავს პირობებს არ თანხმდებიან და კომანს ხელფასის სახით მაქსიმუმ 13 მილიონს სთავაზობენ.
ფეხბურთელის აგენტები არ გამორიცხავენ შემდეგ ვარიანტს: რომ კომანმა ალიანს არენა კონტრაქტის ამოწურავმდე არ დატოვოს და შემდეგ, სხვა გუნდში უფასოდ გადავიდეს.
სიტუაციას აქტიურად აკვირდება ორი გრანდი: ბარსელონა და ჩელსი, რომლებიც მზად არიან კომანი გადაიბირინო, იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი უფასოდ, ან შედარებით დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.