ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და 1999 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, რივალდომ მოახლოებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე საკუთარი ფავორიტი დაასახელა:
'ვფიქრობ, რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ფავორიტია. ეს ჯილდო დაიმსახურა, ლეო მესისა და მო სალაჰის მსგავსად.
ბაიერნის ფორვარდი ფანტასტიკური ფეხბურთელი და ბრწყინვალე ბომბარდირია. თავისი გუნდისთვის უპირატესობას ქმნის. ეს სამშაბათს (ჩემპიონთა ლიგაზე პოლონელმა ბენფიკას ჰეთ-თრიქი შეუსრულა) კიდევ ერთხელ დავინახეთ', - განაცხადა რივალდომ.