ტიაგო რა განსხვავებაა კოვაჩსა და გვარდიოლას შორის

ტიაგო რა განსხვავებაა კოვაჩსა და გვარდიოლას შორის

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, გუნდის თავკაც ნიკო კოვაჩზე ისაუბრა და პეპ გვარდიოლასთანაც გაავლო პარალელი.

"ნიკო ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელსაც "ბაიერნთან" ერთად ყველა ტიტულის მოგება, კლუბთან ერთად განვითარება სურს. ის დიდ სამუშაოს ასრულებს და ყველას გვიყვარს.

სხვაობა კოვაჩსა და გვარდიოლას შორის? პეპი ვიდეოებითა და განმარტებებით ბევრს საუბრობს, მაგალითად, დეტალურად გიხსნის რატომ და როგორ უნდა ითამაშო გარკვეულ ზონაში.

ნიკო უფრო სხვა ტიპია, ის მეტ თავისუფლებას გაძლევს. მას სურს, რომ მატჩის დროს თავად მივიღოთ გადაწყვეტილებები, იყოს მეტი იმპროვიზაცია", - განმარტა ტიაგომ.

28 წლის ესპანელი "ბაიერნში" 2013 წელს სწორედ პეპ გვარდიოლას რადიკალური მოთხოვნით გადაბარგდა და კლუბის წამყვანი ფიგურა გახდა.

47 წლის ხორვატი სპეციალისტი კი "ბაიერნს" გასულ წელს ჩაუდგა სათავეში და სადებიუტო სეზონში დუბლი გაიფორმა: ბუნდესლიგა და გერმანიის თასი.


31-07-2019, 00:21
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 13 4 8 1
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 6 0 4 2
3
ჯამალ მუსიალა
გოლი: 3 0 3 0
4
თომას მიულერი
გოლი: 3 0 1 2
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 2 0 2 0
1
ჰარი კეინი
ასისტი: 5 0 5 0
2
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 3 0 0
3
სერჟ გნაბრი
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
1
იოზუა კიმიხი
1 0 0 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0