გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ოქროს ბურთის მოახლოებულ დაჯილდოვებაზე ისაუბრა:
'ჩემი სურვილია ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ მოიგოს, რადგან მან ის ჯერ კიდევ შარშან დაიმსახურა. წელს ბრძოლა უფრო დაძაბულია, ვიდრე გასულ წელს, თუმცა ის კვლავ ფავორიტია.
ბენზემას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო. მისი საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატიდან მალევე გამოვარდა და ის ვერც რეალთან ერთად გახდა ჩემპიონი', - განაცხადა მათეუსმა.
შეგახსენებთ, თავად გერმანელმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთის მოგება 1990 წელს შეძლო.