ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბილეთებზე არსებულ ფასებზე ისაუბრა:
"ჩვენ შეგვეძლო ბილეთის ფასისთვის 104 ფუნტზე მეტი დაგვედო. ვთქვათ, დავადეთ 300 ფუნტი, მაშინ ჩვენ მივიღებდით 2 მილიონი ფუნტით მეტ შემოსავალს, მაგრამ რა არის ჩვენთვის 2 მილიონი ფუნტი ?.."
"ტრანსფერის განხილვისას ამ თანხაზე ვკამათობთ 5 წუთის განმავლობაში, მაგრამ სხვაობა 104 ფუნტსა და 300 ფუნტს შორის დიდია გულშემატკივრებისთვის. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ გულშემატკივრები ძროხებს ჰგვანან, რომლებსაც თქვენ წველით"
"ფეხბურთი ყველასთვის უნდა იყოს. სწორედ ეს დიდი განსხვავებაა ჩვენსა და ინგლისს შორის", - განაცხადა ჰიონესმა.