როგორც გერმანული მედია იტყობინება, ბაიერნის დირექტორთა საბჭო, Qatar Airways-თან სასპონსორო კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს.
მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2023 წელს გასდის, მიუნხენელების კი მისი კიდევ 5 წლით გახანგრძლივება სურთ. ყოველწლიურად ბაიერნი თანამშრომლობის შედეგათ 17 მილიონ ევროს იღებს, ანუ, თუ კონტრაქტი გახანგრძლივდა, ჯამური თანხა 85 მილიონი ევრო იქნება.
თუმცა, იგივე გამოცემების მტკიცებით, ბაიერნის გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილი აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტას ითხოვს, მიზეზად კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ობიექტების მშენებლობაზე არაადამიანური სამუშაო პირობების შესახებ გავრცელებული ცნობები სახელდება.
შეგახსენებთ, ყატარში მშენებლობაზე დსაქამებული მინიმუმ 6751 მიგრანტი დაიღუპა.