მიუნხენის ბაიერნი ბორუსიას დორტმუნდის თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში:
როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, მიუნხენელები ნორვეგიელი ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას ამ ზაფხულშივე შეეეცდება, თუმცა საამისოდ კლუბი რობერტ ლევანდოვსკიმ უნდა დატოვოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლისათვის ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 75 მილიონი ევრო იქნება, 30-40 მილიონს კი საკომისიოს სახით მისი აგენტი, მინო რაილოა მიიღებს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეულ საკომისიოს ფეხბურთელის მამაც, ალფ-ინგე ჰოლანდიც მიიღებს, თავად ფეხბურთელს კი ახალ კლუბში ხელფასის სახით არანაკლებ 30 მილიონი ევროს მიღება სურს.