ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს სომხეთთან გასამართი მატჩისთის 5 ლიდერი გამოაკლდა.
აღნიშნული შეხვედრისთვის გუნდთან ერთად არ გაემგზავრებიან: მანუელ ნოიერი, ლეონ გორეცკა, იულიან დრაქსლერი, მარკო როისი და ანტონიო რუდიგერი.
ხუთიდან ორი ფეხბურთელი - დრაქსლერი (კუნთის ტრავმა), გორეცკა (კისრის და თავის დაჟეჟილობა) ვერ ითამაშებს, რუდიგერი დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო ნოიერს და როისს, მთავარი მწვრთნელი ასვენებს.
შეგახსენებთ, გერმანიის ეროვნული ნაკრების სომხეთის წინააღმდეგ მატჩს 14 ნოემბერს, სტუმრად გამართავს.