მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი საჯაროდ გააკრიტიკა და მათ შორის განსხვავებაზეც ისაურბა:
'ჩემსას და მას შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ მე ბევრი ვიშომე, რათა ფული დამეგროვებინა, მან კი ყველაფერი საჩუქრად მიიღო.
ისინი ჩვენთან წაგებას მომავალშიც გააგრძელებენ, არა ყოველთვის, მაგრამ ხანდახან - ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი. როცა მათ ვამარცხებთ, ძალიან ბედნიერი ვარ.
ამასთან, ჰიონესმა პსჟ-ს და მანჩესტერ სიტის ფინანსურ ძალაუფლებაზეც ისაუბრა:
ჯერ-ჯერობით მათ არაფერი მოუგიათ - საერთოდ არაფერი! ორი კლუბიდან არც ერთს აქვს ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოგებული. თქვენი ფული არ არის საკმარისი!', - განაცხადა ჰიონესმა.