მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთის მოგების პერსპექტივაზე ისაუბრა:
'შესაძლოა, როცა დაჯილდოვების დღე მოახლოვდება, მოგებაზე დავიწყო ფიქრო, ახლა კი მხოლოდ ნოემბრის დასაწყისია - ასე რომ დრო ჯერ კიდევ მაქვს. ცხადია ოქროს ბურთი შესანიშნავი ჯილდოა, მაგრამ ამის გარდა არაფერზე ფიქრო არასწორი იქნებოდა.
ჯერ კიდევ მაქვს საკმაოდ ბევრი საქმე, ამიტომ ამაზე ზედმეტად ბევრს არ ვფიქრობ. ეს აშკარად ვერ იმოქმედებს ჩემი მოგების შანსებზე', - თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, 33 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით 16 მატჩში ჩაატარა, სადაც თავი 23 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.