მიუნხენის ბაიერნი ნელ-ნელა ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებას შეუდგა იმ შემთხვევისთვის, თუ პოლონელი მომდევნო ზაფხულს გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს.
ლევანდოვსკის ბაიერნთან არსებული კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას რაიმე ახლის მოსინჯვა და სხვა ჩემპიონატში თამაში სურს.
ცხადია, ბაიერნი ლევანდოვსკის შემცვლელად პირველ რიგში ერლინგ ჰოლანდს განიხილავს, თუმცა გერმანული კლუბი სარეზერვო გეგმისთვისაც ემზადება, იმ შემთხვევისთვის, თუ ნორვეგიელთან მოლაპარაკებები ვერ შედგა.
როგორც Sport BILD-ი წერს, ამ სცენარის შემთხვევაში, ბაიერნი ფიორენტინას სერბი ფორვარდის, დუშან ვლაჰოვიჩის შეძენას შეეცდება, თუმცა საქმეს ფეხბურთლის სატრანსფერო ღირებულება (80-90 მილიონი ევრო) აფერხებს - ბაიერნი ამხელა თანხებს ასე მარტივად არ იხდის.