მიუნხენის ბაიერნის მცველმა დაიოტ უპამეკანომ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში დაასახელა ის ფეხბურთელი, რომელიც მისთვის მისაბაძი მაგალითი იყო:
'თავიდან თავდამსხმელად ვთამაშობდი, შემდეგ ნახევარდაცვაში... ამიტომ ჩემთვის მისაბაძი მაგალითები მცველები არასდროს ყოფილა - ჩემი კუმირი ზინედინ ზიდანი იყო, ის ხომ შესანიშნავი ფეხბურთელია', - განაცხადა უპამეკანომ.