მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა საფეხბურთ აგენტები გააკრიტიკა:
'იმ ფეხბურთელთა სია ვნახე, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხვდებიან. ამ ყველაფრის უკან მხოლოდ აგენტები დგანან, რადგან ისინი პრაქტიკულად უბიძგებენ ფეხბურთელებს კონტრაქტის არ გახანგრძლივებისგენ.
ამრიგად, კლუბებს შემოსავლის შესაძლებლობას ართმევენ - ისინი თავიანთ კლიენტებს (ფეხბურთელებს) ეუბნებიან: "თუ საკმარისად მტკიცედ იდგები და კონტრაქტის ბოლომდე მოითმენ, ბევრ ფულსაც გამოიმუშავებ, რადგან ჯიბეში ხელმოწერის ბონუსს ჩავიგდებთ", - მსგავსი სიტუაცია ძალიან სახიფათოა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!', - განაცხადა ჰიონესმა.