პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რივერ პლეიტის 21 წლის თავდამსხმელის, იულიან ალვარეზის ტრანსფერით მსოფლიო გრანდები ინტერესდებიან.
იუვენტუსი, მილანი, დორტმუნდი, ფიორენტინა და ბაიერნი - ეს ის გუნდებია, რომლებიც თავდამსხმელის მიმართ ინტერესს იჩენენ. არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევროა, არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2022 წლის დეკემბერს გასდის.
რაც შეეხება სტატისტიკას, ალვარეზმა მიმდინარე სეზონში 16 თამაშში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 15 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.