ხვალ, მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში სტუმრად აუგსბურგს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ იულიან ნაგელსმანის გუნდს გერმანელი შუახაზელი, იოზუა კიმიხი გამოაკლდა:
'კიმიხს მისი პირადი გარემოცვიდან ისეთ პირთან ჰქონდა კონტაქტი, რომელიც ეჭვმიტანილია კორონავირუსით ინფიცირებულად. ფეხბურთელს დღევანდელი ვარჯიშს გამოტოვება მოუწია - დღის ბოლოს გაცილებით მეტი გვეცოდინება', - განაცხადა ნაგელსმანმა.