მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კრიშტიანო რონალდოს ერთ კალენდარულ წელში გატანილი გოლების რეკორდი გააუმჯობესა.
2014 წელს პორტუგალიელმა 61 გოლის გატანა მოახერხა, რობერტ ლევანდოვსკიმ კი უკვე შეძლო ყველა ტურნირზე 63 გოლის გატანა, თუმცა წლის დასრულებამდე ჯერ კიდევ 1 თვეზე მეტია დარჩენილი.