მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი კორენტენ ტოლისო დიდი ალბათობით გუნდთან ახალ კოტნრაქტს აღარ გააფორმებს და რეკორდმაისტერის რიგებს დატოვებს.
27 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
გავლენიანი გერმანული გამოცემების მტკიცებით, ტოლისოს აგენტებმა ფეხბურთელის დამატება უფასოდ ორ კლუბს - ტოტენჰემსა და ინტერს შესთავაზეს.
ჯერ-ჯერობით აღნიშნული კლუბების პოზიცია შესაძლო ტრანსფერზე უცნობია.
შეგახსენებთ, ტოლისომ მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღ მონაწილეობა, სადაც თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.