ბორუსიას დორტმუნდის თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერით არაერთი წამყვანი ევროპული კლუბია დაინტერესებული.
თუმცა, როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, 21 წლის ნორვეგიელისთვის ბრძოლაში რეალს მანჩესტერ სიტი, პსჟ და ბაიერნი სჯობნიან.
ფრანგული გუნდი მბაპეს გაშვების შემთხვევაში, მესისთან და ნეიმართან ერთად ჰოლანდის შეწყვიტებას აპირებს, თუმცა ტრანსფერის განხორციელებას ხელს პსჟს ბოსებსა და მინო რაიოლას შორის არსებული ურთიერთობა უშლის ხელს.
რაც შეეხება ბაიერნს, ისინი 21 წლის ფორვარდს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ.