მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ დორტმუნდის თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე მცირე კომენტარი გააკეთა:
'ბაიერნს რობერტ ლევანდოვსკი ჰყავს და ის ჰოლანდზე მაღლა დგას - არ შეიძლება ორივე ერთ გუნდში გყავდეს, ეს სიგიჟე იქნება, რადგან ყოველთვის მოგიწევს რომელიმეს სათადარიგოთა სკამზე დასმა. მე მხოლოდ შემიძლია ვურჩიო ბაიერნს, რომ ლევანდოვსკის შენარჩუნებაზე იმუშაონ', - განაცხადა რუმენიგემ.