ხვალ, 23 ნოემბერს, მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფირი ეტაპის შეხვედრაში დინამო კიევს დაუპირისპირდება, შეხვედრა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
აღნიშნულ შეხვედრას ბაიერნი სერიოზული დანაკლისით ხვდება, ნაგელსმანის გუნდს შემდეგი მოთამაშეები დააკლდება: უპამეკანო, ზულე (კარანტინი), სტანისიჩი (კარანტინი), კიმიხი (კარანტინი), ჩუპო-მოტინგი (კარანტინი), გნაბრი (კარანტინი), მუსიალა (კარანტინი) და კუისენსი (კარანტინი).
ასევე, საეჭვოა მარსელ ზაბიცერის და კინგსლი კომანის თამაშიც.
რაც შეეხება უკრაინელებს, მათი დანაკლისი გაცილებით უფრო მსუბუქია, დინამო კიევს 2 ფეხბურთელი არ ეყოლება: არტემ ბესედინი (ფორვარდი) და დენის პოპოვი (მცველი), ასევე საეჭვოა რუსლან ნეშჩერეტის (მეკარე), ვლადისლავ სუპრიაგას (ფორვარდი) და იბრაჰიმ კარგბოს (ფორვარდი) თამაში.