ოლიჩი პერიშიჩი კარგი შენაძენია

ოლიჩი პერიშიჩი კარგი შენაძენია

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ივიცა ოლიჩმა, თავისი თანამემამულე ივან პერიშიჩის "რეკორდმასიტერში" შესაძლო ტრანსფერი შეაფასა.

"ივან პერიშიჩი ძალიან საინტერესო ადამიანი და კარგი შენაძენია. მას ჯერ თანაგუნდელის, ხოლო ახლა ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის როლიდან ვიცნობ.

ივანი ნამდვილი პროფესიონალია. მას მშვენიერი შესაძლებლობები აქვს და უდიდესი გამოცდილება გააჩნია.

"ბაიერნს" ჯერ კიდევ სჭირდება კარგი მოთამაშეების დამატება. მათი ამბიციების გათვალისწინებით, შემადგენლობა არც ისე ძლიერია.

როდესაც სამ მნიშვნელოვან ტურნირზე ასპარეზობ და მოთამაშეები ტრავმებს იღებენ საჭიროა მათი ღირსეულად შეცვლა. "იუვენტუსს", "მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" თადარიგში ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ", - განაცხადა 39 წლის ხორვატმა.

ბოლო ინფორმაციით, მიუნხენური კლუბი 30 წლის ხორვატ გარემარბს მილანის "ინტერიდან" ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატებს.

2013-15 წლებში ივან პერიშიჩი და ივიცა ოლიჩი "ვოლფსბურგის" რიგებში ერთად ასპარეზობდნენ. 2011-15 წლებში კი ხორვატიის ნაკრებშიც ერთად თამაშობდნენ.


12-08-2019, 03:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0