ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა და ოქროს ბურთის მფლობელმა, რივალდომ 2022 წელს ხსენებული ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა:
'ლეო მესი, რომელმაც ოქროს ბურთი მეშვიდედ მოიგო, რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად 2022 წლისათვის აღნიშნული ჯილდოს დასაკუთრების მთავარო ფავორიტია, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის გამო, ბრძოლას შესაძლოა სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდნენ.
მბაპეშიც ვხედავ პერსპექტივებს, რადგანაც პსჟ-თან ერთად ჩემპიონთა ლიგის, ხოლო საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი აქვს. ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია ნეიმარზეც, რომელიც საკლუბო დონეზე მბაპეს თანაგუნდელია და ბრაზილიის ნაკრების სახელით თამაშობს.
მიმაჩნია, რომ France Football-მა გამოკითხვა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ უნდა ჩაატაროს. საბოლოო გადაწყვეტილება ამ ტურნირის შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული', - განაცხადა რივალდომ.